საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ჯარისკაცების მოწამვლის ფაქტებით დაინტერესდება. როგორც ივანიშვილმა გაზეთებისა და რადიოსადგურების რედაქტორებთან შეხვედრისას განაცხადა მისთვის მიუღებელია, რომ ამ საქმეს გრიფით საიდუმლო ედოს.
,, ვინ დაადო ჯარისკაცების მოწამვლას გრიფით საიდუმლო, რა სააკაშვილის მთავრობააა. რატომ არის გრიფით საიდუმლო თუ ჯარისკაცი მოიწამლა. მე არ ამგონია, რომ ამ საქმეს გრიფით საიდუმლო უნდა ედოს, რა სახელმწიფო საიდუმლოება ეს არის. თუ ჯარისკაცი მოიწამლა და ამას გრიფით საიდუმლო დაადეს და ეს ამბავი საიდუმლოა ჩვენს ქვეყანაში მაშინ ჩვენი საქმე კარგად ყოფილა", _განაცხადა ივანიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ჯარისკაცების მოწამვლა დაფიქსირა. როგორც ჟურნალისტებთან თავდაცვის მინისტრმა განაცხადა აღნიშნულ საქმეებს გრიფით საიდუმლო ადევს. მისივე თქმით
ივნისში თვეში დაფიქსირებულ მოწამვლასთან დაკავშირებით მოკვლევა უკვე დასრულებულია და მიღებულია შესაბამისი ზომები.
,,11 ჯარისკაცს ივნისში ჰქონდა ინტოქსიკაცია, ასევე მსუბუქი და სამხედრო პოლიციამ დაასრულა მოკვლევა. მიუხედავად იმისა, რომ საქმეს გრიფი საიდუმლო ადევს შემიძლია გითხრათ, რომ შესაბამისი ცვლილებები მოხდა როგორც გაერთიანებულ შტაბში, ასევე მთლიანად შეიცვალა ,,ქართული კვების" მენეჯმენტი. ასე რომ. ზომები მიღებულია", _აცხადებს ალასანია.