"დამნაშავე უნდა დასაჯოს სასამართლომ და არა - ირმა ინაშვილმა,"- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ცენტრალური რადიოსადგურების და ბეჭდური გამოცემების წარმომადგენლებთან შეხვედრისას ისაუბრა.
პრემიერ-მინისტრმა ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნების მიმართ გაჟღერებული სხვადასხვა ბრალდებების თაობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ნებისმიერმა პირმ აპასუხი სასამართლოს წინაშე უნდა აგოს და თუ მას ჩადენილი დანაშაული დაუმტკიცდება, სათანადოდაც მოეთხოვება.
"კეთილი ინებეთ და ევროპელებისთვის გასაგებად მოვიქცეთ ჩვენ. თუ ევროპელობა გვინდა, ევროპელებმა გაიგონ ჩვეი ხელწერა, რომ ჩვენ ნაწილი ვართ მათი და ამ გზით უნდა წავიდეთ და არა იმ გზებით, რომელსაც თქვენ გვახვევთ თავს. ეგრე არ იქნება. დამნაშავე უნდა დასაჯოს სასამართლომ და არა ირმა ინაშვილმა ან მე. სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს ეს და კეთილი ინებეთ და დაელოდეთ. თუ არის დასასჯელი, სასამართლო დასჯის. გამოძიებამ და სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს ეს," - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.