საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში, სოფო მოსიძესთან საუბარში პრემიერ-მინიტრმა ჟურნალიტსებთან დაკავშირებით კიდევ ერთი განცხადება გააკეთა და გაზეთ "ქრონიკა პლიუსისი" რედაქტორი ელისო კილაძე და ჟურნალი "ეკონომისტი" ახსენა.
"მათ ისეთი ტენდენციური სტატია გამოაცხადეს, რომ მეორეჯერ შეხვედრა აღარ ვისურვე მათთან და შემდეგ პასუხი მოვთხოვეთ, მე არ გამოვრიცხავ რომ ისევ მსგავსი იყო, მე არ მინახავს და საინტერესოა რა?ჩვენ უნდა გადავეჩვიოთ საზღვარგარეთიდან კარნახით, რომ წავიდოდნე ესენი და ამერიკაში და ან ევროპაში იმათმა ეს თქვეს, გარდაიცვალა საწყალი მგონი "იპიპის" პრეზიდენტი, აი მარტენსმა თქვა რომ მაცივრებს და ტელევიზორებს არიგებდნენ არჩევნების დროს, ჯურნალისტები დამსდევნდენ, მახსოვს ამერიკის დღე იყო საელჩოში, მეკითხებიან თქვენ ნახეთ, რამე გაგიგიათ? რა თქმა უნდა ეს პატარა ბავშვები თვალებს აფახუნებდნენ, არა აბა მარტენსმა რომ თქვა, რა ვქნათ, იგივეა ამ ეკონომისტმა თქვა, გასაგებია რომ ესენი ფულს არიგებდნენ და არიგებენ დღესაც და საკმაოდ ბევრი ფული აქვთ. მე ძალიან მინდა, რომ დავემხარო ჟურნალისტიკას, ძალიან მინდა და დავეხმარები ყველანაირად როგორც შემეძლება. იქ ეკმონომისტმა თქვა რაღაც, და ვიღაცამ თქვა რაღაც და სულ აქ მიდის ეს ემოციური ჟურნალისტიკა, სენსაციაზე აგებული, სენსაცია ჟურნალისტიკას უნდა უყვარდეს და მომავალშიც ეყვარება, მაგრამ მუდმივი კვება სჭირდება ამათ, აღარ არის სენსაციის საფუძველი აღარ არსებობს და მიდის სიცრუის ანგაჟირება. ვიღაც ელისო კილაძეს რატომ ჰქვია ჟურნალისტი, გაოცებული ვარ. ორი თვე მინიმუმ ვპასუხობდი მის შეკითხვებს როგორ ვაჭრობდა კვერცხებით გია ხუხაშვილი და როგორ ესხმოდა თავს ლაშა ნაცვლიშვილს და რა თქმა უნდა, ვერაფერი დაამტკიცა, გავიდა დრო და ახლა ახალი მხილებები დაიწყო. "-განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები