საგარეო საქმეთა მინისტრის მაია ფანჯიკიძის განცხადებით საოკუპაციო ხაზზე შეიძლება დადგენილი (ფიქსირებული) საზღვარი მივიღოთ. როგორც ფანჯიკიძემ ავსტრიულ გამოცემა ,,Der Standard"-თან ინტერვიუში განაცხადა ქართულ მხარეს საოკუპაციო ხაზთან მიმდინარე პროცესების შესაჩერებლად საერთაშორისო დახმარების გარდა სხვა საშუალება არ გააჩნია.
,,სამწუხაროდ ჩვენ ამის შესაჩერებლად არ გვაქვს. ჩვენ თავიდანვე განვაცხადეთ, რომ არ წამოვეგებით პროვოკაციას და არ გამოვიყენებთ ძალას. არა მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ ყველა კონფლიქტის მხოლოდ მშვიდობიანი გზით მოგვარების გვჯერა, არამედ იმის გამოც, რომ ჩვენს მოსახლეობას ვუწევთ ანგარიშს და მათი ისედაც რთული მდგომარეობის კიდევ უფრო გართულება არ გვინდა. მაგრამ ძალიან მალე საოკუპაციო ხაზზე შეიძლება დადგენილი (ფიქსირებული) საზღვარი მივიღოთ", _აცხადებს ფანჯიკიძე.
საგარეო საქმეთა მინისტრის ინტერვიუს ქართულ ვერსიას ,,foreignpress" ავრცელებს.