რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პაატა ზაქარეიშვილის განცხადებით, ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატი არ არის მძლავრი მექანიზმი, თუმცა ამ ეტაპზე რუსეთ-საქართველოს შორის არსებული კონფლიქტის მოსაგვარებლად ურთიერთობის ალტერნატიული მოდელი არ არსებობს.
ზაქარეიშვილის თქმით, ჟენევის მოლაპარაკებების უახლოეს რაუნდზე ერთ-ერთ ძირითად განსახილველ საკითად ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმდებარე სოფლებში მავთულხლართების გავლება და ე.წ. სასაზღვრო ღობეების აღმართვა განიხლება.
"ჟენევის დისკუსიების ერთ-ერთი მთავარი საკითხი რა თქმა უნდა იქნება მავთულხლართების გავლება და ის ზიანი, რაც ადგება ქართულ ოჯახებს და მიგვაჩნია, რომ იმ ფონზე, როდესაც ქართულმა მხარემ დაიწყო სამშვიდობო პროცესი, რუსეთის მხრიდან ეს ნაბიჯები არ ჯდება არანარ კონტექსტში. ვერ ვიტყოდი, რომ მძლავრი მექანიზმია, მაგრამ ერთადერთი მექანიზმია, სხვა მექანიზმი არ არსებობს კონფლიქტის მოგვარების. თუ ჩვენ სადმე პროგრესს ველოდებით, ეს პროგრესი შეიძლება დადგეს მხოლოდ ჟენევაში, სხვაგან ვერსად დადგება, იმიტომ, რომ სხვა ფორმატი არ არის. ამიტომ ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ეს ფორმატი იმ ფორმით, რაც არის,"-განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.
რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თქმით, "მნიშვნელოვანი პოლიტიკური საკითხების გადაგორების შემდეგ, როგორებიცაა საპრეზიდენტო არჩევნები, ძალიან მნიშვნელოვანი ვილნიუსის სამიტი და ოლიმპიადა, პოლიტიკური სამშვიდობო მოლაპარაკებებისათვის უფრო მეტი ასპარეზი იშლება".
"ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ ჟენევის ფორმატმა შეიძლება ახალი კონტექსტი შეიძინოს ოლიმპიადის შემდეგ,"- დასძინა ზაქარეიშვილმა.
.