ქუთაისის საპყრობილეში 16 წლის გოგა ძველიაიას გარდაცვალებაზე სასჯელაღსრულების მინისტრმა კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ მომხდარზე გამოძოიება მიმდინარეობს და ფაქტებს სამართალდამცველები დაადგენენ, თუმცა აქვე მინისტრი აცხადენს, რომ ძველაიას გარდაცვალებასთან ე.წ. მაყურებლების თემა დაკავშირებული არ არის.
„არის კითხვები, რომლებსაც გამოძიებამ უნდა გასცეს პასუხი. თუმცა, ერთი რამ შემიძლია წინასწარ ვთქვა, რომ ლაპარაკი, რომ იქ თითქოს ვიღაცა „მაყურებელი" ემუქრებოდა ეს არის არასწორი. ამ ახალგაზრდას მეორე პატიმრობა ჰქონდა და რომ ჰქონდა სურვილი ყოფილიყო განმარტოებით ყოფილიყო - ეს გასაგებია, მაგრამ რომ ეს იყო „მაყურებლების" ზეწოლით ან რაღაცის გამო ეს არის აბსოლუტურად მოგონილი", _ აცხადებს სასჯელაღსრულების მინისტრი სოზარ სუბარი.