საქართველოს იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, კარგია, რომ ქუთაისის მეორე საპყრობილეში გარდაცვლილი 16 წლის გოგა ძველაიას საეჭვო საქმეს პროკურატურა იძიებს და არა- სასჯელაღსრულების სამინისტროს გენერალური ინსპექცია.
მინისტრის თქმით, საქართველოს ხელისუფლება ე.წ. წურდულ სამყაროსთან შეურიგებელია და ყველაფერს აკეთებს, რომ ეს სამარცხვინო ფენომენი საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ დამარცხდეს.
"როდესაც ერთ დაწესებულებაში ხდება საეჭვი ფაქტი, ამ საეჭვო ფაქტს იმავე დაწესებულების გენერალური ინსპექცია არ უნდა იძიებდეს, ამიტომ კარგია, რომ პროკურატურა ჩაერთო. ქურდულ სამყაროსთან ბრძოლის საქმეში ჩვენ ვრჩებით შეურიგებლები. ციხეში ბევრი რამ შეიცვალა და გაუმჯობესდა, მაგრამ არც ერთი მინისტრი, ამთ შორის პირველ რიგში სოზარ სუბარი არ ადუნებს ყურადღებას იმასთან დაკავშირებით, რომ ეს სამარცხვინო ფენომენი საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ დამარცხდეს,"- განაცხადა თეა წულუკიანმა.