საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა წევრმა გიორგი ვოლსკიმ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსს ანდრო ბარნოვს დღეს პრაიმ -ტაიმის პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე „კლონირებული პრეზიდენტი" უწოდა.
„ოპონენტები სარგებლობენ შექმნილი ვითარებით, რომელსაც არანაირად არ შეიძლება ეწოდოს ჯანსაღი პოლიტიკური განხილვა თუნდაც კატეგორიულად დაპირისპირებული ორი პოზიციისა.
იგივე უშიშროების საბჭოს თემა, ბარნოვის განცხადებები რაღაც „ჩვენ ვფიქრობთ" და „მე და პრეზიდენტი ვფიქრობთ" და რაღაც, ეს კლონირებული პრეზიდენტების უცებ გამოჩენა ასპარეზზე მათ შორის ბარნოვის სახით და მათი მხრიდან რაღაც კატეგორიულად მიუღებელი, არაკორექტული და არასწორი პოლიტიკური განცხადებების გაკეთება - თითქოს ახლა მეტი მიწა იკარგება ვიდრე 2008 წელს და განცხადებები იმის შესახებ, რომ თითქოს ეს მავთულხლართები შედეგია ჩვენი არასაკმარისი მუშაობისა და უცებ უშიშროების საბჭოს მოთხოვნა ამ ფონზე, მაგრამ ფაქტები თავისას მეტყველებს", _ განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.