„ეს თამაში საქართველოს არ სჭირდება", - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა წევრმა გიორგი ვოლსკიმ სააგენტო „ჯი-ეიჩ-ენის" მიერ დასმულ კითხვაზე პასუხის გაცემისას იმის შესახებ, შესაძლებლად მიიჩნევს თუ არა ის, ქართველი სპორტსმენების მონაწილეობას ოლიმპიადაში საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის დროშით და არა საქართველოს დროშით.
„ეს თამაში საქართველოს არ სჭირდება. საქართველომ, სერიოზული პოლიტიკური წონის ქვეყანამ, უნდა დაიმკვიდროს ნელ-ნელა საერთო ასპარეზზე თავისი სახელი და ეს დროშა დახრილი კი არ გაივლის იქ ტრიბუნის ქვეშ, არამედ ამაყად აღმართული, თუ ემოციაზეა საუბარი", _ განაცხადა ვოლსკიმ.