ოლიმპიელ მეჩირაღდნეს საქართველოსთვის დიდი ზიანი არ მიუყენებია. ეს განცხადებ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა წევრმა გიორგი ვოლსკიმ დღეს „პრაიმ-ტაიმის" პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა და იქვე განმარტა, რომ ეს მეჩირაღნელ განა იმიტომ გააკეთა, რომ მას ამისი სურვილი არ ჰქონდა, არამედ - უბრალოდ ასე მოხდა.
„მე ვფიქრობ, რომ ეს სწორედ პროვოკაციულია ჩირაღდნის გადაცემა ადამიანისათვის ვინც იბრძოდა, თუმცა როგორც ჩანს დიდი ზიანი საქართველოსთვის არ მიუყენებია, შემთხვევით,მე არ ვამბობ რომ მას ამის სურვილი არ ჰქონდა და ვფიქრობ თავადაც რუსეთის მხარეც ამ შემთხვევაში მთლად დარწმუნებული არ არის რომ ეს ნამდვილად გმირია ადამიანია თუნდაც რუსეთის გადმოსახედიდან და მათი კრიტერიუმებით",_ აცხადებს ვოლსკი და აღნიშნავს, რომ მას არ ახსოვს არც ერთი პროვოკაცია,
ამას გარდა, ვოლსკი აცხადებს , ყოველთვის როდესაც რუსეთის რაიმე პროცესის ჩაშლა უნდოდა ის პროვოკაციას მიმართავდა და ცდილობდა თავად საქართველოს ხელით გაეკეთებინა ეს.
„მე ჩემი მუშაობის პერიოდში საექსპერტო საზოგადოებაში, შემდეგ სახელმწიფო სტრუქტურებში რაც ხშირად და მუდმივად გვაწუხებდა ეს ის არის რომ მე არ მახსოვს პროვოვოკაცია რუსეთის მხრიდან როდესაც მას თავად პროცესის ჩაშლა არ უნდოდა და წინაპირობას ქმნიდნენ, რომ სწორედ საქართველოს მოეხდინა ეს. მე არ მახსოვს, რომ ამ პროვოკაციას სააკაშვილის ხელისუფლება არ აყოლოდა",_ განაცხადა ვოლსკიმ და მაგალითად 2006 წლის რუსეთის მიერ მოწყობილი პრვოკაციის გამო დიდი რვიანის შეხვედრაზე საქართველოს საკითხის განხილვის დღის წესრიგიდან ამოღება დაასახელა.