არასამთავრობო ორგანიზაციის "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" აღმასრულებელი დირექტორის ნინო ლომჯარიას განცხადებიტთ, სოჭის ოლიპმიადის ბოიკოტირების საკითხზე რეინტეგრაციის მინისტრის პაატა ზაქარეიშვილის განცხადებები მნიშვნელოვნად განსხვავდება მთავრობის სხვა წევრთა განცხადებებისგან.
როგორც ლომჯარიამ "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას განმარტა, ხელისუფლებას აუცილებლად მოუწევს ანგარიში გაუწიოს საზოგადოების მოთხოვნას და რადგან სოჭის ოლიმიადაზე საქართველო უნდა წარდგეს და არა - ქვეყნის ხელისუფლება, ამიტომ არჩევანი ქართველმა ხალხმა უნდა გააკეთოს.
"ვფიქრობ, რომ ხელისუფლებას აუცილებლად მოუწევს ანგარიში გაუწიოს საზოგადოების პოზიციას ამ ფაქტთან დაკავშირებით. იმიტომ, რომ ოლიმპიადაზე არა ხელისუფლება, არამედ საქართველო წარდგება და არჩევანი ალბათ, ქართველმა ხალხმა უნდა გააკეთოს. ასევე ვფიქრობ, რომ არათანმიმდევრულია ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებები იმიტომ, რომ არის რადიკალური, მაგალითად ბატონი ზაქარეიშვილის მსგავსი განცხადებები და მთავრობის სხვა წევრების განცხადებები, რომლებიც, ვფიქრობ, ასეთი რადიკალური არ იყო. ხაზი მინდა იმასაც გავუსვა, რომ არასწორი და მცდარია პაატა ზაქარეიშვილის მიერ გაკეთებული განცხადება იმის თაობაზე, რომ ეს ყველაფერი ერთი მეჩირაღდნის გამო ხდება. რა თქმა უნდა ეს ასე ნამდვილად არ არის. ეს არის რუსეთის მხრიდან განხორციელებული ქმედებების საკმაოდ პროვოკაციული ნაწილის ერთ-ერთი შემადგენელი დეტალი. ჩვენი მთავრი მიზანია ის, რომ ბევრი ფიქრობს, ქართულმა საზოგადოებამ უნდა გამოიყენოს ეს შესაძლებლობა იმისათვის, რომ მთელი საზოგადოების, ყველა სახელმწიფოს ყურადღება მივაპყროთ იმ საგანგაშო მოვლენებს, რომელიც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე ვითარდება და იმას, რასაც რუსეთის საოკუპაციო ჯარები საქართველოს ტერიტორიაზე აკეთებს,"- განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
ცნობისთვის, რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მიინისტრის პაატა ზაქარეიშვილის განცხადებით, სოჭის ოლიმპიადაში მონაწილეობის საწინააღმდეგოდ შექმნილ პეტიციაზე მოქალაქეთა ხელმოწერები ქართველი სპოტსმენების მიერ ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის გადაწყვეტილებაზე გავლენას ვერ მოახდენს. მისი თქმით, "პეტიციის ხელმომწერები "ავარდნენ" ერთ მეჩირაღდნეზე, რაც არ არის გადაწვეტილების შესაცვლელად საკმარისი საფუძველი".
"მეჩირაღდნე შეიძლება იყოს ერთ-ერთი ეპიზოდი, ერთ-ერთი ელემენტი საერთო პროცესისა და ჩვენ პროცესს უნდა დავაკვირდეთ. ის გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ, რომელიც ყველაზე ნაკლებად იქნება დამაზარალებელი საქართველოსთვის და ყველაზე მეტად იქნება ეფექტური მსოფლიოსთვის და რუსეთისთვის,"- განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ქართველი სპორტსმენების მიერ სოჭის ოლიმპიური თამაშების ბოიკოტირების საკითხზე სპეციალური პეტიცია შეიქმნა, რომელსაც სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციები და რამდენიმე ათასი მოქალაქე აწერს ხელს. აღნიშნულ პეტიციაზე ხელმოწერის პროცესი გრძელდება.