ახალ მთავრობას აქვს საკუთარი თავის შიგნით კოორდინირების უმძიმესი პრობლემა, - ამის შესახებ უშიშროების საბჭოს მდივანმა გიგა ბოკერიამ ინგა გრიგოლიას თოქ-შოუ "დიდ პოლიტიკაში" განაცხადა. მისი თქმით, ამ პრობემების არსებობა უახლოეს წარსულში განვითარებულმა მოვლენებმა გვაჩვენა რომ ახალ მთავრობას აქვს საკუთარი თავის შიგნით კოორდინირების უმძიმესი პრობლემა.
"ვგულისხმობ თუნდაც ჯიჰადის ვიდეოებზე შექმნილ ვითარებას, რომელიც თავდაცვის მინისტრის მხრიდან ლეგიტიმური კრიტიკის საგანი გახდა. უცებ გაირკვა რომ საქმე გახსნილია და გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე საზოგადოებას არ ეუბნებიან, რაც ვთვლი რომ თავისთავად აბსურდია. როგორც კი კრიტიკა გაისმა თავდაცვის მინისტრის მხრიდან, მოიხნა აუცილებლობა საგამოძიებო საიდუმლოსი. ამიტომაც ვთვლი რომ არადამაჯერებელი იყო ვერსია რომელიც მოგვაწოდეს", - აცხადებს ბოკერია.