პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ანდრო ბარნოვი პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილისა და პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის გადაწყვეტილებას უშიშროების საბჭოს სხდომაზე არ დასწრების თაობაზე ეხმიანება. როგორც ბარნოვმა განაცხადა მთავრობის წევრებს არ აქვთ სურვილი მონაწილეობა მიიღონ არსებული პრობლემების გადაწყვეტაში.
,,სატირალი რომ არ იყოს სასაცილო იქნებოდა ის ხედვა, რომელიც პრეზიდენტის გაეროში გამოსვლაში დაფიქსირდა და რომელსაც მთელი მსოფლიო უკრავდა ტაშს, ეს ხალხი ამას ბოდვას მასკარადს ეძახის, ხოლო უსუსურ ბლუყუნს იმის თაობაზე, რომ ომი საქართველომ დაიწყო საქმიან მიდგომას ეძახიან. ეს სადამდე მიიყვანს ჩვენს ქვეყანას მოსახლეობამ ჯობია მალე განსაჯოს და გადაწყვიტოს, რადგან ყველა საკმაოდ დიდი საფრთხის წინაშე ვდგებით. ისინი გვემალებიან, რადგან ჩვენ შევთავაზებთ ისეთ ხედვას, ისეთ გაზს რომლის შესრულების არც თავი, არც პასუხისმგებლობა, არც გამბედაობა და არც სინდისი ამ მთავრობას არ ყოფნის. რაც მთავარია ჩვენ მათ რინგზე არ ვეძახით, ჩვენ მათ ვეძახით საერთო სივრცეში თანამშრომლობისთვის და გვემალებიან შრომაში და ეს არის მთელი უბედურება", _განაცხადა ბარნოვმა.
შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტი მთავრობას უშიშროების საბჭოს მოწვევას სთავაზობს. ამის შესახებ განაცხადება პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა ანდრო ბარნოვა გააკეთა. როგორც ბარნოვმა განმარტა უშიშროების საბჭოს სხდომა საოკუპაციო ხაზთან მიმდინარე პროცესებს განიხილავს.