უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერიას განცხადებით საგანგაშოა, რომ მთავარობას მცოცავი ოკუპაციის შესახებ მუშაობა არ სურს და მონაწილეობას არ იღებს უშიშროების საბჭოს სხდომაზე.
,,პრაქტიკულად, საქართველოს მთავრობამ უარი განაცხადა რომ საქმიან დისკუსიაში, საქმიან განხილვაში მიეღო მონაწილეობა. განხილვა, რომელიც ეხება ჩვენი ქვეყნისთვის ყველაზე უფრო მტკივნეულ საკითხს_მცოცავ ოკუპაციას, საოკუპაციო ხაზის გადმოწევას, ჩვენი მოქალაქეების ბედს. მე ეს მიმაჩნია სამწუხაროდ, საგანგაშოდ, აბსოლუტურად გაუგებრად, რატომ არ შეიძლება მთავრობას სურდეს ამ საკითხზე მუშაობა", _ განაცხადა გიგა ბოკერიამ.
შეგახსენებთ, რომ უშიშროების საბჭოს სხდომაზე დასწრებაზე პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა და პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა უარი განაცხადეს.