საპრეზიდენტო კანდიდატი ნინო ბურჯანაძე მცხეთის მოსახლეობას შეხვდა. ადგილობრივი მოქალაქეების პრობლემების მოსმენის შემდეგ ნინო ბურჯანაძემ საპრეზიდენტო პროგრამის ძირითად მიმართულებებზე ისაუბრა:
„ჩემთვის ყოველთვის ძალიან საინტერესოა მოსახლეობასთან შეხვედრა, ადამიანებთან საუბარი. მე მინდა ხალხმა იცოდეს დღეს ჩვენი სამოქმედო პროგრამის თაობაზე, რომელიც გუშინ წარვადგინე და რომელიც ყველა ექსპერტმა ძალიან პოზიტიურად შეაფასა და ამავდროულად მოვისმინო მცხეთის რაიონის პრობლემები. მე ვპირდები ამ ადამიანებს, რომ პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, მათი პრობლემების მოგვარება დაიწყება, ქვეყანა დაიწყებს ნორმალურად ცხოვრებას და მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი პოზიტიური ძვრები იქნება. ამავდროულად, მინდა ხაზი გავუსვა იმ გარემოებას, რომ ყველგან, სადაც გავმართეთ შეხვედრები, მოსახლეობა ითხოვს დებატებს, ყველგან აინტერესებთ სხვადასხვა კანდიდატთა ხედვების ჭიდილი. მე იმედი მაქვს, რომ "ქართული ოცნების" კანდიდატი არ დაიწყებს გაუგებარი ფორმულირებებით საუბარს, რადგან სიმართლე გითხრათ, ვერ გავიგე ეთანხმება თუ არა ბატონი გიორგი მარგველაშვილი ჩემს გამოწვევას, რომ დებატებში მიიღოს მონაწილეობა. აქ არის საუბარი პირისპირ დებატებზე ბატონ მარგველაშვილთან და მე იმედი მაქვს, რომ მას ამის არ შეეშინდება."