საპარლამენტო უმრავლესობა 2014 წლის ბიუჯეტს აფასებს. დეპუტატ გიორგი ცაგარეიშვილის განცხადებით, მომდევნო წლის ბიუჯეტი ხალხზე ორიენტირებულია და მთავარი პრიორიტეტები ჯანდაცვა და სოფლის მეურნეობა იქნება.
"ჩვენი ბიუჯეტი არის სოციალურზე ორიენტირებული და ასე გაგრძელდება მანამადე სანამ ჩვენს მოსახლეობას უჭირს. ასევე პრიორიტეტია სოფლის მეურნეობა ამიტომაც მათ გაეზარდათ დაფინანსება. არნახულმა სამუშაოებმა სოფლის მეურნეობაში უკვე კარგი შედეგები გამოიღო და პოტენციალიც გაიზარდა. არის რამოდენიმე ახალი ბაზარი გახსნილი ქართული პროდუქციისთვის მათ შორის რუსეთის რაც ძალიან მნიშვნელოვანი. ამიტომ ათობით მილიონი ლარი ჩავდეთ სოფლის მეურნეობაში. რა თქმა უნდა გასართობ ღონისძიებებზე და გაუგებარი შენობების წარმოებაზე რომელიც ფიქტიურად იწვევდა მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდას, ასეთ რაღაცეებზე ჩვენ თანხებს არ დავხარჯავთ . ეს არის წარმოუდგენელი. ჩვენ არ გვჭირდება ბატონი სააკაშვილის ჩამობრძანებული წელმოშიშვლებული ქალები ქალაქის ცენტრში, ჩვენ გვჭირდება განათლებული დანაყრებული საქართველო. რაც შეეხება გარემოს დაცვის სამინისტროს, დაგვხდა უმძიმესი მდგომარეობა საბიუჯეტო დაფინანსების კუთხით. ფაქტიურად სამინისტრო გაუქმების პირას იყო. დაფინანსება წლიდან წლამდე იცვლებოდა. ჩვენ გვჭირდება რამდენიმე მილიონი ლარი, რომ სრულად განვახროციელოთ ჩვენზე დაკისრებული ვალდებულება. მე მოვითხოვე დაფინანსება გაიზარდოს 2 მილიონი ლარით და არა მგონია ეს იყოს ტრაგედია ფინანსთა სამიისტროსთვის"-განაცხადა გიორგი ცაგარეიშვილმა.