ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეთის თავმჯდომარის ეკა ბესელიას განცხადებით, ქუთაისის #მე-2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გარდაცვლილი, 16 წლის არასრულწლოვნის საქმით მისი კომიტეტი დაინტერესდა. ბესელიას თქმით, გასარკვევია რატომ მოიკლა პატიმარმა თავი მაშინ, როცა ის რამდენიმე დღეში უნდა გათავისუფლებულიყო.
„ძალიან მძიმე ფაქტი მოხდა ქუთაისის ციხეში. უნდა მოხდეს დროული და გამჭვირვალე გამოძიება. საეჭვოა, რატომ მოიკლა თავი პატიმარმა, რომელიც რამდენიმე დღეში უნდა გათავისუფლებულიყო. ამის შემდეგ კი უკვე მოხდება შესაბამისი დასკვნის გაკეთება, ასეთი რაღაცები შემთხვევით არ ხდება,"-განაცხადა ეკა ბესელიამ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ქუთაისის მე-2 საპყრობილეში, 16 წლის პატიმარმა თავი მოიკლა.
მასალის გამოყენების პირობები