რუსეთის ხელისუფლებამ საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები არ დააფასა,_ აცხადებს საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე.
„ვერ დაინახა რუსეთის ხელისუფლებამ ან მიზანმიმართულად არ დაინახა ჩვენი გადადმული ნაბიჯები იმასთან დაკავშირებით, რომ ურთიერთობების დარეგულირება მოხდეს. მიმაჩნია, რომ სპორტი არის ზოგადად არაპოლიტიზირებული, მაგრამ ჩვენ ეს ვერ დავინახეთ და ამასთან დაკავშირებით მთავრობაში მსჯელობა გვექნება", _ განაცხადა კახი კალაძემ.