„საქართველომ რუსეთს სამხრეთ ოსეთის ომის გმირის მეჩირაღდნეობა აპატია". ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას „ლენტა.რუ" სადაც საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის განცხადებაა განხილული და ნათქვამია, რომ საქარველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი ვერ ხედავს ვერანაირ საფუძველს რათა გადახედოს სოჭის ოლიმპიადაში ქართული დელეგაციის მონაწილეობის საკითხს.
საქართველოს პოზიციაზე წერს სტატიას „გაზეტა.რუ"-ც სადაც აღნიშნულია, რომ თბილისი ოლიმპიადის პოლიტიზირების შემთხვევაში შესაბამისი ნაბიჯების გადადგმის პირობას დებს ქვეყნის ღირსების დასაცად, თუმცა მასთან ერთად ხელისუფლება ადასტურებს მისწრაფებას რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობების დარეგულირებასთან დაკავშირებით.