,,მავთულხლართები ვერ შეუშლის ხელს და ვერ დაიცავს ოლიმპიადას ტერორისტებისგან", _განაცხადა ნატოს სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაიმ საოკუპაციო ხაზთან მიმდინარე პროცესების კომენტირებისას.
აპატურაი ,,მოამბისთვის" მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, რომ ნატოს რუსეთთან პარტნიორული ურთიერთობა სურს, მაგრამ საქართველო არის თემა, რომელზეც განსხვავებული პოზიციები აქვთ.
,,მე არ მაქვს უნარი რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებს ახსნა მოუძებნო, რადგან მათ აზრებს ვერ ვკითხულობ. ჩვენ ვაკეთებთ დასკვნებს იმის მიხედვით თუ რა ინფორმაცია გვაქვს და რას ამბობენ ჩვენი ექსპერტები. სწორედ აქედან გამომდინარე ვამბობ, რომ მავთულხლართები ვერ შეუშლის ხელს და ვერ დაიცავს ოლიმპიადას ტერორისტებისგან. კარგად გათვლილ ტერორიზმს მავთულხლართი ვერ შეჩერებს. ეს მავთულხლართების გავლების ლეგიტიმიზაციის საფუძველი ვერ იქნება. არის თუ არა კავშირი სოჭის ოლიმპიადასა და მავთულხლართებს შორის? შეიძლება არის. მე როგორც გითხარით მიჭირს რუსეთის ხელისუფლების აზრების წაკითხვა. გვინდა, რომ ქართველებმა იცოდნენ, რომ დიდი ყურადღებას ვუთმობთ რაც ხდება დვანსა და დიცში. დიახ ჩვენ გვსურს პარტნიორული ურთიერთობა რუსეთთან მაგრამ საქართველო არის თემა, რომელზეც განსხვავებულად ვფიქრობთ", _განაცხადა ,,მოამბისთვის" მიცემულ ინტერვიუში აპატურაიმ.