პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილი არ გამორიცხავს, რომ ქართულმა მხარემ სოჭის ოლიმპიადას ბოიკოტი გამოუცხადოს. როგორც ჟურნალისტებთან უსუფაშვილმა განაცხადა ისინი დააკვირდებიან ოლიმპიადის ირგვლივ განვითარებულ პროცესებს და თუ აღმოჩნდება, რომ პოლიტიკა სჭარბოს სპორტს ხელისუფლება შესაფერის გადაწყვეტილებას მიიღებს.
,,თუ რუსეთის შეეცდება, რომ სპორტული ღონისძიება გადააქციოს პოლიტიკურ ღონისძიებად, ან რუსეთი შეეცდება ან, არ ვერ დაინახოს ჩვენი კეთილშობილური განზრახვა, მაშინ ჩვენც მოგვიწევს პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება. პირადად მე მიმაჩნია, რომ რუსი სამხედრო მფრინავის იმ როლში გამოყვანა რაზეც დღეს არის საუბარი ძალიან ხაზგასმული ნაბიჯი და გზავნილია არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთელი დემოკრატიული საზოგადოებისთვის. სახელმწიფოები საკუთარ გმირებს თავად არჩევენ და ჩვენ ვერავის ჭკუას ვერ ვასწავლით, მაგრამ ასეთ დროს სახელმწიფოები მეტ ყურადღებას აქცევენ კონტექსტს თუ კი მართლა კეთილგანწყობილი არიან და სურთ მოვლენებს ის სახელი ერქვათ რაც მათ სინამდვილეში ჰქვიათ. ამიტომ დღეიდან განსაკუთრებული ყურადღებით გავაგრძელებთ დაკვირვებას ამ პროცესებზე. თუ საბოლოოდ დავრწმუნდით, რომ სოჭის ოლიმპიადაზე პოლიტიკა სჭარბოს სპორტს მაშინ მივიღებთ ჩვენი სახელმწიფოს, ჩვენი მოქალაქეებისთვის შესაფერის გადაწყვეტილებას", _განაცხადა უსუფაშვილმა", _განაცხადა უსუფაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ქართული საზოგადოების პროტესტი სოჭის ოლიმპიადის მიმართ განსაკუთრებით გამოიწვია რუსი სამხედრო მფრინავის ივან ნიჩაევის მონაწილეობამ, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის "გმირია". იგი ოლიმპიადის ერთ-ერთი მეჩირაღდნე იქნება.