ჩვენ ან უნდა მივაღწიოთ შედეგს საერთაშორისო ზეწოლის თვალსაზრისით რუსეთზე ან თუ არა და მონაწილეობა არ უნდა მივიღოთ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ლეგიტიმაციაში და ჩვენი სუვერენიტეტის გათელვაში", _ აცხადებს სააგენტო „ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში საქართველოს სოჭის ოლიმპიადაში მონაწილეობის ორგვლივ მიმდინარე მოვლენების კომენტირებისას „საქართველოს რეფორმების ასოციაციის" (GRAS) თანადამფუძნებელი, ექსპერტი ელენე ხოშტარია, რომელიც ასევე მოუწოდებს, ოლიმპიადაში მონაწილეობის მსურველ ყველა ქართველ სპორტსმენს გამოვიდნენ და საკუთარი მორალური პოზიცია ღიად
დაფიქსირონ.
„ჩვენი მთავრობის მთავარი პრობლემა და მთავარი მოტვაცია იყო არა სპორტი და სპორტის ინტერესი, რაც თავისთავად მნიშვნელოვანია, არამედ პოლიტიკური გადაწყვეტილება. როდესაც ჩვენ ვთქვით, რომ ჩვენ მივიღებთ ოლიმპიადაში მონაწილეობას ეს იყო პირველ რიგში პოლიტიკური გადაწყვეტილება რომელიც მიმართული იყო ურთიერთობის დარეგულირებაზე.
სპორტული გამოსავალი ამ შემთხვევაში არ არის ჩვენი მთავარი პრობლემა, ჩვენი მთავარი პრობლემა - პოლიტიკურია. რა თქმა უნდა გამოსავალის ნახვა საბოლოო ჯამში შესაძლებელია, ისე, რომ ჩვენ ისე მივიღოთ მონაწილეობა და ისეთი ნაბიჯები გადავდგათ რომლებიც მინიმალურად დააზარალებს სპორტსმენებს და ამასთანავე ჩვენი ქვეყნის ინტერესების შესაბამისობაში იქნება", _ აცხადებს ხოშტარია.
ამავე დროს ექსპერტს ეჭვი ეპარება იმაში, რომ ოლიმპიადაზე ჩასულ ქართველ სპორტსმენებს რაიმე სახის სიხმოვნება მოჰგვაროს ან იმ ოლიმპიურმა ცეცხლმა, რომელსაც რუსი მფრინავი მოიტანს ან იმისმა ზეიმმა თუ როგორ მოხდება ამ ოლიმპიადაზე აფხაზებისა და ოსების ლეგიტიმაცია.
„ამ ეტაპზე, თუ რუსეთი გააგრძელებს იმას რასაც ახლა აკეთებს და აქ „თუ" ზედმეტია, იმიტომ, რომ პირველ რიგში, რუსეთი ახდენს პოლიტიზირებას ამ ოლიმპიადის რაც არის ოლიმპიადის ყველანაირი ფუნდამენტური ნორმების დარღვევა, მე არ მგონია, რომ ჩვენს სპორტსმენებს რაიმე ინტერესი ან სიამოვნება მოჰგვაროს, რომ მიიღონ მონაწილეობა და პატივი მოაგონ და იზეიმონ ის ცეცხლი, რომელსაც მოიტანს ეს ადამიანი. ან მიიღონ სიამოვნება და იზეიმონ ის ოლიმპიადა სადაც ლეგიტიმაცია მოხდება აფხაზების ან ოსების", _ აცხადებს ელენე ხოშტარია და ქართველ სპორტსმენებს თავიანტი მორალური პოზიციის დაფიქსირებისკენ მოუწოდებს.
„ჩვენი სპორტსმენებისგან, ჩემი აზრით, მნიშვნელოვანია მათ ჰქონდეთ მორალური პოზიცია. თუ ჩვენ ადრე ვიძახდით, რომ სპორტისთვის არის მნიშვნელოვანი მათი მონაწილეობა, დღეს უკვე ჩანს, რომ ეს ყველაფერი პოლიტიზირებულია რუსეთის მხრიდან.
სპორტსმენები საქართველოს მოქალაქეები არიან და მათი არჩევანიც მე ვფიქრობ მთლიანი კონტექსტიდან ამოვარდნილი არ უნდა იყოს. მათ უნდა დააფიქსირონ თავიანთი მოსაზრება.
მე ვფიქრობ, რომ ახლა ძალიან ძნელია უკვე თვალების დახუჭვა - პოზიცია უნდა დაფიქსირდეს.
უნდა დაფიქსიდეს პოლიტიკური პოზიცია და უნდა დაფიქსირდეს მორალური პოზიციაც.
ამ შემთხვევაში, ჯერ რა თქმა უნდა, პოლიტიკოსებს არ ამოუწურავთ ყველა ბერკეტი იმისა, რომ ჩვენ ჩვენი ინტერესები დავიცვათ. მაგრამ დღეს არის პრინციპული ქვეყნის ინტერესებუდან გამომდინარე პოზიციის დაკავების დრო, რომელიც მე ვფიქრობ სპორტსმენებმაც უნდა დაიკავონ",_ აცხადებს ხოშტარია და აღნიშნავს, რომ პოზიცია უნდა მდგომარეობდეს იმაში, რომ თუ რუსეთი გააგრძელებს ოლიმპიადის აზეთ პოლიტიზაცია საქართველო მასში მონაწილეობას არ მიიღებს.
„ეს „თუ" შეიძლება კიდევ დავტოვოთ, იმიტომ, რომ არსებობს საერთაშორისო საზოგადოება, არის საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი რომელმაც შესაძლოა მოახდინოს რუსეთზე ზეწოლა და ამიტომ უნდა დავტოვოთ ის შესაძლებლობა, რომ თუ ისინი მოახდენენ რუსეთის ამ პოლიტიზირებაზე გავლენას და შეცვლიან მის პოზიციას, რა თქმა უნდა საქართველო არ ჯიუტობს და არ არის ბოიკოტის მსურველი - ჩვენ გვინდა მონაწილეობა, ჩვენ ვთქვით, რომ გვინდა, მაგრამ რუსეთი არღვევს ოლიმპიადის წესებს - ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი ხაზი.
შესაძლოა მივაღწიოთ გარკვეულ შედეგს საერთაშორისო ზეწოლის თვალსაზრისით ან თუ არა და დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია და ყოველ შემთხვევაში მონაწილეობა არ მივიღოთ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ლეგიტიმაციაში და ჩვენი სუვერენიტეტის გათელვაში", _ აცხადებს ელენე ხოშტარია „ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში.