„გასულ კვირას, რუსეთმა პირველად ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში აღიარა ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების დარღვევა ჩეჩნეთის ომის დროს", _ წერს გაზეთი „El Mundo". მათივე ინფორმაციით, მოსკოვს დაევალა 13 მოსარჩელისათვის კომპენსაციის გადახდა, რომლებმაც კონფლიქტის დროს 18 ნათესავი დაკარგეს.
გაზეთთან საუბარში ჩეჩნეთის დევნილობაში მყოფი მთავრობის ექს-პრემიერმინისტრი აჰმედ ზაკაევი აცხადებს, რომ უკანასკნელი 15 წლის განმავლობაში ჩეჩნეთში არაფერი შეცვლილა. „ჩვენთან სასტიკი და სისხლიანი ოკუპაციაა და არაფერუ შეიცვლება მანამ ვიდრე ვლადიმერ პუტინი თავის პოზიციას არ შეიცვლის. პრობლემა შენარჩუნდება ვიდრე არ მოხდება კონფლიქტის პოლიტიკური გადაწყვეტა. ამას გარდა, დღეს ეს პრობლემა ჩრდილოკავკასიის რესპუბლიკებზე არის გავრცელებული", _ განაცხადა ზაკაევმა და აღნიშნა, რომ „ვლადიმერ პუტინი უარს ეუბნება ადამიანის უფლებებზე ყველა ამ მოქალაქეს".
„ამიტომაც პოლიტიკური კონფქლიქტი შეიარაღებულ კონფლიქტად გადაიქცა და რა თქმა უნდა ზოგი ადამიანი გარადიკალდა",_ აცხადებს ზაკაევი.
მასალის გამოყენების პირობები