ექსპერტი სოსო ცინცაძე მიიჩნევს, რომ გუშინ სპორტის სასახლეში ჩატარებულმა "ნაციონალური მოძრაობის" ყრილობამ დაამტკიცა, რომ პარტია მის ძირითად პოლიტიკურ ბირთვს მყარად ინარჩუნებს და არც მხარდამჭერების სიმცირეს განიცდის.
როგორც ცინცაძემ "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას აღნიშნა, გუშინელმა ყრილობამ ის გავრცელებული ხმებიც გააქარწყლა, რომლის თანახმად, პრეზიდენტი სააკაშვილი ვადის ამოწურვის შემდეგ ევროპაში წასვლას გეგმავდა და "ნაციონალური მოძრაობის" წევრები სააკაშვილისგან პარტიის მაქსიმალურად გამიჯნვას ცდილობდნენ.
"გუშინ რაც ითქვა, ყველაზე მთავარი იყო ის, რომ სააკაშვილი არსად წასვლას არ აპირებს. ის ხმები, რომლებიც გასულ დღეებში მუსირებდა, ის, რომ სააკაშვილი ევროპაში თანამდებობას მიიღებს და გახდება ევრობიუროკრატი რომელიმე უწყებაში, ბლეფი აღმოჩნდა. ახლა დამტკიცდა რა დონის ექსერტები, რა დონის პოლიტიკოსები და არასამთავრობო ორგანიზაციები გვყავს, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ "ნაციონალური მოძრაობა" სააკაშვილისგან გამიჯნვას ცდილობდა და პარტია მას საერთოდ აღარაფერს ეკითხებოდა. ვიღაცამ ისიც დაწერა, რომ უგულავამ რომ თქვა კენჭს ვიყრი მერობაზეო, სააკაშვილს დაასწროო და ასეთი ინსინუაციები. ეს ყველაფერი კლასიკური მშობლიური ქართული ჭორი აღმოჩნდა და რეალობა ის არის, რომ პარტია არსებობს, ცოცხლობს და ამ რეალობის შეუფასებლობა დიდი შეცდომა იქნება "ოცნების" ან ქართული საზოგადოების მხრიდან,"- განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში სოსო ცინცაძემ.
ამასთან, ცინცაძე მიიჩნევს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" გუშინდელ ყრილობაზე გაჟრერებული სიახლეები - პარტიის მმართველი პირების დემოკრატიული წესით არჩევა, ახალი პარტიული დროშა და სხვა, მხოლოდ ბუტაფორაა და მათავარია ის, რომ აღნიშნულ პოლიტიკურ ძალას აქვს თავისი იდეოლოგია, რომლის გარშემოც ძლიერი ბირთვია შემოკრებილი.
"რაც შეეხება განახლებას, ახალი დროშა და ასე შემდეგ, ეს ყველაფერი ბუტაფორიაა. არავითარი ახალი დროშა არაფერს არ ცვლის და არც ახალი დანიშვნის და არჩევის წესი. პარტიას აქვს თავისი იდეოლოგია, ჰყავს თავისი სტაბილური ბირთვი და გუშინ დამტკიცდა ისიც, რომ არც მომხრეების კატასტროფულ სიმცირეს არ გრძნობს. ყოველ შემთხვევაში, აქტივისტების კატასტროფული სიმცირე არ იგრძნობა. ამიტომ, "ნაციონალური მოძრაობა" კვლავ დარჩება ერთ-ერთ მთავარ პოლიტიკურ ძალად. დღეს 112 პარტიაა დარეგისტრირებული და "ნაციონალური მოძრაობა" საშინაო დევნილობაში მყოფი, წაგებული და დამარცხებულიც კი სჯობია მათ ყველას ერთად აღებულს. მოგვწონს თუ არ მოგვწონს, "ნაცმოძრაობა" გაცილებით სერიოზული პოლიტიკური ძალაა ვიდრე ამ 112 პარტიიდან აღბული 109 ერთად,"- დასძინა ციცაძემ.
რაც შეეხება საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებას იმის შესაებ, რომ ყოფილი ხელისუფლების მიერ წამოწყებული პროექტების მშენებლობის გასაგრძელებლად "ნაციონალურ მოძრაობას" ხელისუფლებაში დაბრუნების სურვილი აქვს, ცინცაძე მიიჩნევს, რომ არ არის გამორიცხული ეს მართლაც ასე მოხდეს და "ნაცმოძრაობის" ხელისუფლებაში დაბრუნება დღევანდელი ხელისუფლების მიერ დაშვებულ შეცდომებზეა დამოკიდებული.
"ნაციონალური მოძრაობა" გაცილებით ძლიერი პოლიტიკური ძალაა, რომელიც ელოდება თავისი მეორე ვარსკვლავის დღეს, ვიდრე ის ათობით პარტია, რომელიც ყოველ დღე ჩანს ტელევიზიაში, პრესის ფურცლებზე და ნახევარი პარლამენტშიც კია წარმოდგენილი. უახლოეს არჩევნებში არ მგონია, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" გამარჯვების რეალური შანსი ჰქონდეს, მაგრამ ყველაფერი დამოკიდებულია და ამ პარტიის ერთ-ერთი და თუ არა ერთადერთი შანსი ხელისუფლებაში დაბრუნებისა, არის მმართველი პოლიტიკური ძალა თავისი სავარაუდო შეცდომებით და ამის მაგალითები ევროპაშიც არსებობს. თუ ასე გაგრძელდა, როდესაც გუშინდელი მოკავშირები, რომელთა თანამშრომლობიდან ერთი წელიც არ გასულა და ერთმანეთს "მამალ ბრალდებებს” უყენებენ, ეს ყველაფერი "ნაციონალური მოძრაობის" წისქვლზე ასხამს წყალს. კობა დავითაშვილისგან მოვისმინეთ საგანელიძის მისამართით, ასევე ლტოლვილთა მინისტრის წინააღმდეგ, ასევე ისმის პარლამენტში "ოცნების" წარმომადგენელთა მიმართ ბრალდებები და ბრალდებას აქვს ერთი მახასიათებელი - თუ ის დროზე არ იქნა ან უარყოფილი, ან საპასუხო რეაგირებით განეიტრალებული, ის ადამინათა გონებაში ილექება. არავინ იფიქროს, რომ საგანელიძემ თუ ვითომ არ იკადრა დავითაშვილისთვის პასუხის გაცემა და თქვა, რომ "ჯობია თავის თავს მიხედოსო", ეს არ არის პასუხი. ღარიბი ხალხის გონებაში ღრმად ჩარჩა ეს და ადამიანის ბუნებაც ისეა მოწყობილი, რომ ხელისუფლების წარმომადგენლების კრიტიკას უფრო დიდი ხნით იმახსოვრებს, ვიდრე კარგ საქმეს. თუ ეს ყველაფერი ერთად აღებული კრიტიკულ მასამდე მივა, შემდგომ აჩევნებში "ნაციონალებს" ხელისუფლებაში დარუნების შანსი ექნებათ, ვინაიდან სხვა მესამე ძალა არ ჩანს და ვხედავთ ჩვენ, რომ მესამე ძალის ერთადერთი პრეტენდენტი - ბურჯანაძის პარტია საერთოდ არ გამოჩნდეს. მათ ურჩევნიათ იყონ "ნაციონალები" და საპარლამენტო უმრავლესობა ერთად, უკვე მიეჩვივნენ ერთი წელი ამ რეჟიმს, ამიტომ უცხო, მესამე ზედმეტად მიაჩნიათ და ეს რასაკვირველია "ნაციონალების" წისქვილზე ასხამს წყალს, რადგან როდესაც 2 პარტია გამოკვეთება, იქ უკვე ჩანაცვლება გარდაუვალი ხდება,"- განაცხადა სოსო ცინცაძემ.