ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმდებარე სოფლებში - ხურვალეთში, დიცსა და დვანში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ზალკალიანი დიმპლომატიური კორპუსის წარმომადგენელებთან ერთად იმყოფებოდა და ადგილზე არსებულ ვითარებას გაეცნო.
დიპლომატები ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ და მათი ძირითადი პრობლემების და საჭიროებების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს. მათ ასევე კიდევ ერთხელ გასუსვეს ხაზი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერას და ადგილზე არსებული მავთულხლართების და ე.წ. სასაზღვრო ღობეების დემონტაჟის აუცილებლობაზე ისაუბრეს.
"ჩვენ გერმანიის გაერთიანებას აღვნიშნავთ, დღეს კი აქ ხალხის გაყოფას ვხედავთ. ჩეხეჩი ყოველთვის მხარს უჭერდა საქართველოს გაერთიანებას, ეს მავთულხლართები კი, ამ ერთიანობას და იმ შეთანხმებას არღვევს, რომელიც 2008 წელს გაფორმდა. ეს ბარიერები უნდა აიღონ," - განაცხადა საქართელოში ჩეხეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ივან იესტრჟაბიმ.