"სიტუაცია ნამდვილად ტრაგიკულია და მახსენდება ბერლინის კედელი,"- ასე შეაფასა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმდებარე სოფლებში - ხურვალეთში, დიცსა და დვანსი არსებული მდგომარეობა.
"ჩვენი ვიზიტის მიზანი იყო დიპლომატიური კორპუსი გაცნობოდა ადგილზე არსებულ ვითარებას. ხალხი დააშორეს საკუთარ მიწა-წყალს და წინაპრების საფლავებს. ჟენევის მოლაპარაკებების პარალელურად აქ ხალხს თავისუფალი გადაადგილების საშუალება უნდა ჰქონდეს,"- განაცხადა რიჩარდ ნორლანდმა.
ცნობისთვის, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმდებარე სოფლებში - ხურვალეთში, დიცსა და დვანში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ზალკალიანი და რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ქეთევან ციხელაშვილი დიმპლომატიური კორპუსის წარმომადგენელებთან ერთად იმყოფებოდნენ და ადგილზე არსებულ ვითარებას გაეცნნენ.
დიპლომატები ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ და მათი ძირითადი პრობლემების და საჭიროებების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს. მათ ასევე კიდევ ერთხელ გასუსვეს ხაზი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერას და ადგილზე არსებული მავთულხლართების და ე.წ. სასაზღვრო ღობეების დემონტაჟის აუცილებლობაზე გაამახვილეს ყურადღება.