,,ირაკლი ტრიპოლსკი ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის" ბორდის დაშლით დამემუქრა", _განაცხადა ,,პრაიმ ტაიმის" პრესკლუბში სტუმრობისას ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის" სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ ემზარ გოგუაძემ.
"სექტემბერში მე შემხვდა ჩემთვის ნაცნობი დეპუტატი, რომელმაც სცადა ჩემი გადარწმუნება და თუ არ შევცვლიდი პოზიციას ბორდის დაშლით დამემუქრა. ეს იყო ირაკლი ტრიპოლსკი. ამ ყველაფრის შემდეგ მაუწყებელში გამოცხადდა ე.წ. ოდეერი ირაკლი ციბაძე, მე მაინტერესებს დღემდე ვინ არის ეს ადამიანი? შსს-ში ამბობენ რომ ეს მათი თანამშრომელი არ არის. ფაქტია რომ ბორდის წევრებზე ზეწოლა ხორციელდება, ავთანდილ ანთიძე მეხვეწებოდა შევხვედროდი შსს მინისტრს, ამ ადამიანს აქვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები. ის ამბობდა, რომ მასთან დადიოდნენ ხელისუფლების წარმომადგენლები სთავაზობდნენ ანაზღაურებად სამსახურს გაზკანტორაში. ასევე ჩვენ გვაქვს ნინო დანელიას მიმოწერები მეილზე სადაც ის მასზე განხორციელებულ ზეწოლის ფაქტებზე საუბრობს", - აცხადებს ემზარ გოგუაძე.
მისივე განაცხადებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდზე ხელისუფლების მხრიდან ზეწოლა ხორციელდება და ამ მიზნით რე ის შეხვედრას შს მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ითხოვდა, თუმცა მისგან უარი მიიღო.