პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით, 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის საკომიტეტო განხილვები შესაძლოა, თბილისში გაიმართოს.
მისი თქმით, პლენარული სხდომები რეგლამენტის მიხედვით დღეს შეწყდება, რაც მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებთან არის დაკავშირებული, თუმცა ბიუჯეტის საკომიტეტო განხილვები გეგმის მიხედვით უნდა განხორციელდეს, რომელიც ბიურომ უკვე დაამტკიცა. "ბიუროს გადაწყვეტილებით 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის განხილვები 8-დან 18 ოქტომბრამდე უნდა გაიმართოს, თუმცა დეპუტატების ნაწილი კომიტეტის სხდომების თბილისში ჩატარებას ითხოვს. დღეს, დღის განმავლობაში ყველა კომიტეტის წარმომადგენელმა ამასთან დაკავშირებით კონსულტაციები უნდა გაიაროს, რათა დღის ბოლოს გახდეს ცნობილი კომიტეტის სხდომების ჩატარების ადგილი", -განაცხადა დავით უსუფაშვილმა.