"ქრისტიან-დემოკრატები" სახელმწიფოსგან ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის დაფინანსების გაზდას მოითხოვს.
როგორც პარტიის წარმომადგენელმა მაგდა ანიკაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ონკოლოგია ჯერ კიდევ უმძიმეს პრობლემად რჩება მოსახლეობისთვის, მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო უკვე აფინანსებს ამ სახის დაავადებების მკურნალობას პირველ და მეორე სტადიაზე.
"ქრისტიან-დემოკრატებს" შემუშავებული აქვთ პროექტი, თუ რა ზომების გატარებაა საჭირო აღნიშნული პრობლემის გამოსასწორებლად", - განაცხადა ანიკაშვილმა.
უფრო კონკრეტულად, ის კიბოს პრევენციისა და მკურნალობის პროგრამების დაფინანსების, ასევე სიმსივნური დაავადებების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლაში ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის გაზრდას მოითხოვს.