მნიშვნელობა არ აქვს, ვინ იქნება პრემიერ-მინისტრი, - განაცხადა შს მინისტრმა ირაკლი ღაიბაშვილმა ინგა გრიგოლიას თოქ-შოუში "დიდი პოლიტიკა". მისი განცხადებით, ეს საკითხი პირადად მისთვის უინტერესოა.
"არსებობს სხვადასხვა ვერსიები, მაგრამ ვფიქრობ, რომ ჩვენ უნდა დაველოდოთ პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებას. ამას მნიშვნელობა არ აქვს, ვინ იქნება პრემიერ-მინისტრი. ერთ რამეში უნდა ვიყოთ ყველანი ღრმად დარწმუნებული, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილი მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც იქნება საუკეთესო მისი ხალხისთვის და ქვეყნისთვის, შესაბამისად, მე ვიქნები თუ სხვა, მნიშვნელობა არ აქვს", - განაცხადა ღარიბაშვილმა და აღნიშნა, რომ ამ თემაზე კონსულტაციები არ ყოფილა და არც არის საინტერესო.
"მე ძალიან საპასუხისმგებლო თანამდებობა მაქვს. ვმუშაობ, ამაზე არ ვფიქრობ და ვფიქრობ, რომ ამ თემით სპეკულირება ამ ეტაპისთვის უნდა დავხუროთ",- განაცხადა ღარიბაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები