მე ვიყავი წინააღმდეგი კონკრეტული პიროვნებების უცერემონიოდ გამოშვების, - განაცხადა შს მინისტრმა ირაკლი ღაიბაშვილმა ინგა გრიგოლიას თოქ-შოუში "დიდი პოლიტიკა" ამნისტიაზე საუბრისას. მისივე თქმით, ასეთი ადამიანების ჩამონათვალი ძალიან მცირე იყო, თუმცა ვის გულისხმობდა არ დაუკონკრეტებია.
"მე ამნისტიის წინააღმდეგი არ ვიყავი, მე ვიყავი წინააღმდეგი კონკრეტული გვარების, კონკრეტული ადამიანების, ძალიან მცირე ჩამონათვალი იყო, ასეთი უცერემონიოდ გამოშვების. ასე რომ, მე ზოგადად ამნისტიის წინააღმდეგი არ ვიყავი. მე ვიყავი წინააღმდეგი კონკრეტული პიროვნებების უცერემონიოდ გამოშვების", - განაცხადა შს მინისტრმა.
მასალის გამოყენების პირობები