„მიმაჩნია, რომ ინფორმაცია, რომელიც შს სამინისტრომ ე.წ. ჯიჰადის საქმეზე გაავრცელა რეალობასთან ახლოა", _ განაცხადა სამხედრო-ანალიტიკურ ჟურნალ „არსენალის" მთავარმა რედაქტორმა ირაკლი ალადაშვილმა სააგენტო „ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას შს სამინისტროს მიერ დღეს „ჯიჰადის ვიდეოების" შესახებ დადებული დასკვნის კომენტირებისას.
„გასაგებია, რომ საზოგადოებაში არის უნდობლობის მომენტი, მით უმეტეს, გასული წლების ე.წ. კოჭოიას ამბების გამო, მაგრამ იმ სიტუაციიდან განსხვავებით, მე მიმაჩნია, რომ ის რაც გაავრცელა დღეს შს სამინისტრომ რეალობასთან უფრო ახლოა, თუნდაც იმიტომ, რომ ამ გამოძიებაში მეგობარი ქვეყნების სპეცსამსახურები მონაწილეონბდდნენ", _ აცხადებს ალადაშვილი და აღნიშნავს, რომ აქედან გამომდინარე არის დიდი ალბათობა იმისა, რომ ეს იყოს ახლოს სიმართლესთან.
ექსპერტი ასევე აღნიშნავს, რომ ხაზგასასმელია ისიც, რომ ამ საქმის გამოძიება დროში გაიწელა და ის ერთ და ორ დღეში არ მომხდარა. ამას ალადაშვილი დადებითად აფასებს.
„ეს გამოძიება ორ დღეში მომხდარა, საკმაოდ გაიწელა და ზოგმა ეს შეიძლება კრიტიკულად შეაფასა, მაგრამ მე პირიქით ამაში იმას ვხედავ, რომ არ მომხდარა აჩქარება და გამოძიება მიდიოდა სერიოზულად, რაც პირიქით დადებითი მომენტია", _ აცხადებს ალადაშვილი და ასევე აღნიშნავს, რომ განცხადებაზე პასუხისმგებელი შს სამინისტროა.
„პასუხისმგებელი არის შსს რაც განაცხადა იმაზე. იქ დაკონკრეტებულია ვინ არის პიროვნება, როდის არის დაბადებული, რომელი ქვეყნის მოქალაქეა, საიდან განახორციელა მან ეს დანაშაული, როდის განახორციელა და რა ტექნიკური პირობების გამოყენებით.
მათ ვისაც ეჭვი ეპარება შსს ამ განცხადებაში, უფრო კარგი იქნებოდა თუ ისინი სპეციალისტები არიან მათ ჩაეტარებინათ ექსპერიმენტი, მაგალითად რამდენად ტექნიკურად შესაძლებელია ასე განთავსება ამ ვიდეორგოლის როგორც შსს აცხადებს", _ აცხადებს ირაკლი ალადაშვილი და კონკრეტულად რომელი ქვეყნის სპეცსამსახურები არიან ამ ვიდეოს შემკვეთები ამაზე ერთმნიშვმნელოვან დასკვნებს არ აკეთებს.
„ვერ ვიტყვი ერთმნიშვნელოვნად, რომ რუსეთამდე მივედით, და მართალი ერთ პიროვნებას შეძლია მონდომების შემთხვევაში ეს გააკეთოს, მაგრამ ჩემი აზრით ეს რგოლი საცდელად ჩაუშვეს და თუ გაუვიდოდათ, მერე მიყოლოდნენ და უფრო მეტი სხვა სახის ვიდეორგოლები დამზადებინათ. მიზანი პანიკის დათესვა იყო. ასე რომ რომელიმე კონკრეტული ქვეყნის სპეცსამსახურს ვერ დავასახელებ. მე ხომ არ მაქვს ამის საფუძველი",_ განაცხადა ალადაშვილმა საგენტოსთან საუბარში.