პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის ანდრო ბარნოვის განცხადებით, პირობითი მსჯავრისა და ნასამართლობის მოხსნის დამადასტურებელი საბუთების გაცემა პრეზიდენტის რეზიდენციასთან მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.
ბარნოვმა ჟურნალისტებთან საუბრისას კიდევ ერთხელ მილოცა ამ ადამიანებს პირობითი მსჯავრის მოხსნა და უსურვა, რომ ცხოვრება სუფთა ფურცლიდან დაიწყონ.
"ვულოცავ ყველას, პირობითი მსჯავრისა და ნასამართლობის მოხსნას და ვუსურვებ ცხოვრება სუფთა ფურცლიდან დაიწყონ", - აღნიშნა ანდრო ბარნოვმა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, ორ ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 18 000-მდე ადამიანს მოუხსნა პირობითი მსჯავრი და ნასამართლობა