ეუთოში რუსეთის სპეციალური წარმომადგენლის ვლადიმერ ჩიჟოვის განცხადებით, საბჭოთა კავშირი ისევ არსებობს.
"საბჭოთა კავშირი ისევ არსებობს და ის აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს ძლიერ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებაში დაეხმარება", - განაცხადა ვლადიმერ ჩიჟოვმა.
მისივე განცხადებით, არ არსებობს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მედვედევ-სარკოზის 12 აგვისტოს შეთანხმება.
აღნიშნულ სკანდალურ განცხადებას გამოხმაურება უკვე მოჰყვა ოფიციალურ თბილისში.
"რუსი დიპლომატის ეს განცხადება არ გაგვკვირვებია. ის პოლიტიკა, რომელსაც აწარმოებს რუსეთი ბოლო წლებში ზუსტად ისეთივეა, როგორსაც საბჭოთა კავშირი აწარმოებდა", - განაცხადა აღნიშნულ საკითხზე კომენტირებისას საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა სერგი კაპანაძემ.