საპარლამენტო უმცირესობის წევრი სერგო რატიანი, პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის და მედიის შეხვედრას აფასებს. „მას სამოქალაქო პატრიარქის როლის მორგება სურს" ასე ეხმაურება რატიანი პრემიერის შეხვედრას ჟურნალსიტებთან, მისი თქმით, ივანიშვილს ჩაფიქრებული აქვს, რომ ის გახდეს საქართველოს ნათლიმამა.
,,მე საერთოდ ვერ წარმომედგინა, ქვეყნის მთავრობის პირველ პირს ჟურნალისტებთან ასეთი ტონით შეეძლო ლაპარაკი. მე მგონი არც ჟურნალისტებს წარმოედგინათ მსგავსი რამ. ეს შეხვედრა უფრო საქმის გარჩევას გავდა. მაგრამ პრობლემა უფორ ღრმად არის და მასშტაბურია. როგორც ჩანს პრემიერს, სურს თავი აარიდოს პასუხისმგებლობას და ამიტომ მიდის ხელისუფლებისგან, მაგარმ ასევე სურს, რომ აკონტროლოს ხელისუფლება. არა მხოლოდ ხელისუფლება, არამედ საზოგადოებაც. მას სამოქალაქო პატრიარქის როლის შესრულება სურს. როდესაც ოლიგარქს სურს აკონტროლოს ერთის მხრივ ხელისუფლება და მეორეს მხრივ საზოგადოება, მედია, ჩვენს ეს ფილმი ნანახი გვაქვსამას სხვა არაფერი ქვია, ეს არის ,,ნათლიმამა" მას სურს იყო საქართველოს ,,ნათლიმამა", - განაცხადა უმცირესობის წევრმა სერო რატიანმა.