"დარწმუნებული ვარ, რომ ჩემს შემთხვევაში ადეიშვილი იქნებოდა ყველაზე წარმატებული თუ არა, ერთ-ერთი წარმატებული მინისტრი,"- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტმა ბიძინა ივანიშვილმა ცენტრალური ტელევიზიების საინფორმაციო სამსახურების წარმომადგენლებთან დღეს გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა.
ივანიშვილის თქმით, ადეიშვილმა ჩამოაყალიბა მძლავრი და გამართული სისტემა, როდესაც სასამართლოს და პროკურატურის თანამსრომლები მხოლოდ ხელფასზე არიან დამოკიდებული და ამ სიკეთით დღეს საქართველოს ხელისუფლება წარმატებით სარგებლობს.
"მე არ მინდა დავივიწყო და ხაზი მინდა გავუსა იმას, რომ ჩვენ პრაქტიკულად მივიღეთ არაკორუმპირეული პროკურატურა. ის რომ პროკურატურა და სასამართლო იმ თანამშრომლებითაა დაკომპლექტებული, რომლებიც ხელფასზე იყვნენ დამოკიდებულნი, ჩვენ ეს პოზიტივი მივიღეთ და ამით წარმატებით ვსარგებლობთ. ზევიდან კარნახი რაც იყო, პოლიტიკური ნება ჩაიხსნა. შეკვეთებს ღებულობდა ადეიშვილიც და რა თქმა უნდა მისი ბრალეულობაცაა, რომ ასრულებდა, მაგრამ შეკვეთები იყო ეს არ იყო მისი იდეოლოგია. ისიც კი ძალადობას განიცდიდა. ეს არის ჩემი პოზიცია. დარწმუნებული ვარ, რომ ჩემს შემთხვევაში ადეიშვილი იქნებოდა ყველაზე წარმატებული თუ არა, ერთ-ერთი წარმატებული მინისტრი. მაგრამ ეს არ ათავისუფლებს მას ვალდებულებისგან და პასუხისმგებლობისგან, თუ მან ჩაიდინა დანაშაულები. მაგრამ ჩანს, რომ მან მოახერხა სასამართლოც და პროკურატურაც ცხოვრობდნენ ხელფასებზე და სასამართლო ზალიან დაბალ ხელფასებზე,"- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანშვილი დღეს ცენტრალური ტელევიზიების საინფორმაციო სამსახურების ხელმძღვანელებს და პოლიტიკური თოქ-შოუების წამყვანებს შეხვდა. პრემიერის და ჟურნალისტების აუდიენცცია დაახლოებით, 4 საათი გაგრძელდა.