უცნაურია პრემიერის სურვილი, რომ არსად არ იაროს, - ამის შესახებ განცხადება კულტურის ექს-მინისტრმა ნიკა რურუამ "პრაიმტაიმის" პრესკლუბში დღევანდელ პრესკონფერენციაზე პრემიერის განცხადების შეფასებისას გააკეთა, რომლის მიხედვითაც შესაძლოა პრემიერის აშშ-ში ვიზიტი არ შედგეს.
"წელს ეს ვიზიტები იყო მინიმალური და საქართველოში ჩამოდიოდა ყველაზე ცოტა ლიდერი. საგარეო ფლანგი ჩავარდნილია. მე აქვე გამოვხატავ პატივისცემას ჩვენი დიპლომატების მიმართ, რომლებიც იქცევიან იმ დირექტივების შესაბამისად, რომელსაც იღებენ. ფაქტია, რომ დღევანდელი ჩავარდნა რადიკალურად შესაცვლელია, რადგანაც არ დავკარგოთ პატივისცემა საერთაშორისო საზოგადოების თვალში და არ აღმოვჩნდეთ პირდაპირ მტაცებლების ხელში", - აცხადებს რურუა.