სასიამოვნო არ არის როცა პრემიერი ჟურნალისტებს "ფოსტალიონებს" უწოდებს - ამის შესახებ ჟურნალისტმა ინგა გრიგოლიამ პრემეირს ჟურნალისტებთან დღევანდელ შეხვედრაზე მის მიერ ჟურნალისტების მისამართით ნათქვამი ფრაზების საპასუხოდ განუცხადა.
გრიგოლიამ აღნიშნა, რომ "მინისტრთა კაბინეტის წევრებიდან დვანში ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო მხოლოდ გუშინ ჩავიდა", - რასაც პრემიერი არ დაეთანხმა.
"თქვენ არ ხართ ფოსტალიონები! თქვენ - ჟურნალისტებმა მიღებული ინფორმაცია უნდა გადაამოწმოთ, გააანალიზითო. თუ ეს ესე არ არის, მაშინ ერთი-ერთზე არ უნდა გადააწოდოთ. ერთი-ერთზე თუ აწვდით, მაშინ ეს ფოსტალიონობაა, წერილის გაგზავნაა", - განაცხადა პრემიერმა.
თავის მხრივ, ინგა გრიგოლიამ აღნიშნა, "რომ ის არ თვლის თავს ფოსტალიონად და სასიამოვნო ნამდვილად არაა, როცა პრემიერი ჟურნალისტებს "ფოსტალიონებს" უწოდებს".
მასალის გამოყენების პირობები