პარლამენტის ვიცე-სპიკერის, ზვიად ძიძიგურის განცხადებით, უმცირესობისთვის მადლობა აქვთ გადსახდელი, რადგან პარლამენტში გამართული დებატებით კოალიცია ,,ქართულ ოცნებას" საშუალება მიეცა მოსახლეობისთვის სრულად ეჩვენებინა, ეკონომიკური კუთხით წინ გადადგმული ნაბიჯები და წინსვლები, რომელიც ერთ წლის განმავლობაში მოხდა.
,,დიდი მადლობა უნდა ვუთხრათ ,,ნაციონალებს" იმიტომ რომ ამ დებატებით მოგვეცა საშუალება,მოსახლეობისათვის მიგვეწოდებინა რეალური სურათი. რომელიც არც ერთ სატელევიზიო სიუჯეტში არ ჩაეტეოდა. სერიოზული წინსვლები გვაქს სოფლის მეურნეობის მიმართულებით. ასევე სერიოზული წინსვლები გვაქვს: განათლებაში, ჯანდაცვაში, ექსპორტის საკითხებში. საკანონმდებლო ბაზის საკითხთთან. კერძო ინვესტიციების შემოდინებასთან დაკავშირებით. ჩვენ ყველაფერზე აბსოლუტურად ციფრებით გავეცით პასუხი, მე ვფიქრობ საქართველოს მოსახლეობა დაინტერესებულია და თვალყურს ადევნებს ამ დებატებს",-განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზვიად ძიძიგურმა.
მასალის გამოყენების პირობები