პარლამენტში, საპარლამენტო უმცირესობა და უმრავლესობა, ქვეყნაში არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობაზე დებატებს გამართავენ. უმცირესობის წევრის, პალიკო კუბლაშვილის განცხადებით ეკონომიკა დღეს გაჩერებულია და ეს გამოწვეულია იმ გადაწყვეტილებებით რაც უმრავლსობამ მიიღო.
,,ქვეყანაში რომ ტურისტების ნაკადის მკვეთრი ზრდა შეინიშნება წინა ხელისუფლების დამსახურებაა ,რადგან სწორედ მათი გადაწყვეტილებით აშენდა ქვეყანაში სამი თანამედროვე სტანდარტის აეროპორტი, სწორედ ამიტომ შემოვიდა წელს საქართთველოში 4 მილიონ ოთხასი ათასი ტურისტი . ახალი ხელისუფლების დროს საქართველოს ფოსტა გახდა მონოპოლისტი გადაზიდვებთან დაკავშირებით ეს ყველაფერი კი ხელს უშლის ეკონომიკის განვითარებას. უკეთესია ჩვენ ვისაუბროთ იმ პრიორიტეტებზე რომლის მიხედვით შესაძლებელი იქნება ეკონომიკის განვითარება"-აცხადებს პავლე კუბლაშვილი.