ოპოზიციონერი დეპუტატი ჯონდი ბაღათურია მონიტორინგის შედეგად საარჩევნო სიებში გამოვლენილ დარღვევებზე საუბრობს. მისი თქმით, გადამოწმების პროცესში მათ უამრავი უზუსტობა აღმოაჩინეს. "ქართული დასის" ლიდერის თქმით, აუცილებელია მათი დაუყოვნებლივ გამოსწორება, რადგან დარღვევებმა შესაძლოა საარჩევნო სურათზე მნიშვნელოვნად უარყოფითი გავლენა იქონიოს. პარტიის წევრები კონკრეტულ ხარვეზებზე დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრებენ.
"კონკრეტული მასალები არის დეტალირად შესწავლილი, ხარვეზები არის მნიშვნელოვანი, ეს რომ ასე დარჩეს ამან შესაძლოა საარჩევნო სურათი მთლიანად შეცვალოს. ამიტომ ეს ხარვეზები დაუყოვნებლივ უნდა იქნეს გამოსწორებული", _ აცხადებს ჯონდი ბაღათურია.