რეიტენგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილის თქმით სამინისტროსთვის მნიშვნელოვან გამოწვევად, კონფლიქტის ზონაში მიმდინარე პროცესები რჩება. როგორც მთავრობის სხდომის დაწყებამდე ზაქარეიშვილმა განმარტა, მთავრობა კონფლიქტის ხაზთან მიმდინარე გამოწვევებს ღირსეულად უმკლავდება.
„ჩემი სამინისტროს კონტექსტიდან გამომდინარე, ყველაზე სერიოზული გამოწვევა რა თქმა უნდა გამყოფ ხაზთან არსებული პრობლემებია. ჩემი აზრით მთავრობა ამ გამოწვევას ღირსეულად უმკლავდება. ეს არის პროვოკაცია და სურთ ჩვენც ამ პროვოკაციაში ჩაგვითრიონ, მაგრამ ჩვენ ამას არ დავუშვებთ და ეს არის პრინციპული განსხვავება ჩვენსა და წინა ხელისუფლებას შორის", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა ჟურნალისტებთან, რომელმაც მთავრობის ერთ წლიანი მუშაობა შეაჯამა.