კოალიცია „ქართული ოცნების" საპარლამენტო უმრავლესობის წევრის დავით ლორთქიფანიძის თქმით, ვანის მაჟორიტარი დეპუტატი პაატა ლეჟავა, „ქართული ოცნების" ლიდერებთან შეხვედრას მმართავს, რადგან მას „ნაციონალური მოძრაობის" დატოვება და „ქართულ ოცნებაში" გადმობარგება სურს.
„შემირცხვენია ის „ქართული ოცნების" ლიდერები, ვინც პაატა ლეჟავასთან კონსულტაციებს მართავს, რადგან ყოფილი „ნაციონალი" კოალიციაში გადმოიყვანონ. შემირცხვენია ივანიშვილი, თუ ეს მან იცის და არ აპროტესტებს. სააკაშვილმა 2003 წლიდან ლეჟავას ვანი ჩააბარა, ვანელების საჯიგნად და სულის გასამწარებლად, ეს იცის ყველამ, მაგრამ რატომღაც ახლა არ იხსენებენ. მე მინდა ვუთხრა ლეჟავას, არ დავუშვებ ის შეუერთდეს კოალიციას, რადგან აქ მსგავსი ბინძური პოლიტიკოსებისათვის ადგილი არ არის,"- განაცხადა ლორიფანიძემ.
მასალის გამოყენების პირობები