პარლამენტში საპარლამენტო უმცირესობა და უმრავლესობა , ქევაყანაში არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობაზე დებატების გამართვისათვის ემზადებიან. დეპუტატ ზურაბ ტყემალაძის თქმით, საპარლამენტო უმრავლესობა ბოლო ერთი წლის განმავლობაში ქვეყანის მთავრობის მიერ განხორციელებულ ინვესტიციებზე და ეკონონიკურ წინსვლაზე ისაუბრებს.
„უმცირესობასთან საპასუხო არაფერი გვაქვს, დებატებია უბრალოდ ეკონომიკიურ საკითხებზე. გავაკეთებთ მოხსენებას რა მდგომარეობაა ამ მხრივ საქართველოში . რა წარმატებები აქვს ჩვენი მოწვევის პარლამენტს და მთავრობას რომელიც უკვე ერთი წელი შესრულდა რაც ხელისუფლებაშია. ჩვენ წარვუდგენთ საზოგადოებას ჩვენს მოსაზრებას ეკონომიკის განვითარებასთან დაკავშირებით. მათი ინიციატივებს რაც შეეხება მოვისმენთ და გადავხედავთ. აბსოლიტურად ყველაფერზე იქნება გამახვილებული ყურადღება დარგების მიხედვით , რა წარმატებაა. რა ჩამორჩენაა. როგორი ზრდა არის. ერთადერთი ჩამორჩენა ეს არის მშენებლობა.. უკეთესი იქნებოდა წარმოება და ჰიდროელექტროსადგურები აეშენებინათ რაც ქვეყნის ეკონომიკას გამოადგებოდა,"- განაცხადა ზურაბ ტყემალაძემ.