მთავარი პროკურორი ადასტურებს იმ ფაქტს, რომ იუსტიციის ყოფილ მინისტრს ზურაბ ადეიშვილს და დავით კეზერაშვილს ინტერპოლი არ ეძებს.
არჩილ კბილაშვილის განცხადებით ინტერპოლს პროკურატურამ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში რამდენჯერმე მიაწოდა ბრალდების დამამტკიცებელი დოკუმენტაცია და ქართული მხარე ახლა უკვე ორგანიზაციის გადაწყვეტილების მოლოდინშია.
მთავარი პროკურორი ზურაბ ჟვანიას საქმესაც გამოეხმაურა და იმედი გამოთქვა, რომ გამოძიების შედეგად ის სურათი აღდგება რაც რეალურად მოხდა.
„საქართველოს პროკურატურიდან მიემართა ინტერპოლის შესაბამის ორგამოს. თავის მხრივ ადეიშვილმა კონტრპასუხი წარადგინა. გარკვეული კითხვები დაისვა. იმ კითხვებზე გარკვეული პასუხები გაიცა. რამოდენიმეგზის მოხდა ამგვარი თანამშრომლობა, ამ მიმოწერებმა წაიღო დრო. ამჟამად ყველა საბუთი გაგზავნილია და ველოდებით პასუხს", - აცხადებს არჩილ კბილაშვილი.