სოფელ დვანში განვითარებულ მოვნელებზე საქართველოს თავდაცვის მინისრი ირაკლი ალასანია აცხადებს, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები აქტიურად მუშაობენ რათა შეწყდეს ე.წ. სახელმწიფო საზღვრის დემარკაცია.
საოკუპაციო ზოლთან არსებული ვითარება პირადად ნახეს ევროკავშირის საბჭოს პოლიტიკური და უსაფრთხოების კომიტეტის წევრმა-ელჩებმა, რომლებიც შემდეგ ზურაბ აბაშიძეს შეხვდნენ.
„საგარეო დიპლომატიური ფრონტი არის ამუშავებული, ევროპელები, ამერიკელები ჩართული, რომ მათ ორმხრივ დიალოგში რუსეთთან ეს თემა დააყენონ. ადგილობრივი მმართველობითი ორგანოები, სამართალდამცავები ჩართულნი არიან.
ეს არის უმძიმესი პერიოდი. ეს არის ჩვენი ნების გამოცდა რუსეთის მხრიდან, მაგრამ ჩვენ არ მივცემთ მათ ამის შანსს. ჩვენ ვიქნებით ძალიან მყარი ჩვენს პოზიციაზე, რომ ესკალაციას არ შევუწყოთ ხელი და საგარეო პოლიტიკური ზეწოლით მოვახდინოთ შეკავება ამ მცოცავი ანექსიის", _ აცხადებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია.