საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის განცხადებით 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ საქართველოში კოჰაბიტაცია დასრულდება. ამის შესახებ განცხადება პრემეირ-მინისტრმა შერატონ მეტეხი პალასში გამართულ საინვესტიციო ფონდის პრეზენტაციასზე განაცხადა.
"27 ოქტომბრის შემდეგ ქვეყანაში კოჰაბიტაცია დასრულდება. საქართველოს ეყოლება ძალიან მაგარი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და ბიზნესისითვის იქნება იდეალური გარემო", - აცხადებს პრემიერი.