რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პაატა ზაქარეიშვილის განცხადებით, საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია წლებია გრძელდება და ბოლო დღეებში შიდა ქართლში განვითარებული მოვლენების მიუხედავად, საქართველო სოჭის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობას მიიღებს.
ზაქარეიშვილის თქმით, რუსი სამხედროების მიერ საოკუპაციო ზოლის გადმოწევის ფაქტის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი მოსახლეობის დასახმარებლად მთავრობა აქტიურად მუშაობს.
"საქართველოს მიღებული აქვს გადაწყვეტილება, რომ მონაწილეობა მიიღოს სოჭის ოლიმპიურ თამაშებში, ვინაიდან, ის რაც ხდება, ეს გრძელდება 2008 წლიდან. ახალი სამხუხაროდ, არაფერი არ ხდება. ახალია მხოლოდ და მხოლოდ ის, რომ მეტ ადამიანს ეხება ეს ოკუპაცია, ესაა პრობლემა თორემ ათაოსობით ადამიანს შეეხო ოკუპაცია 2008 წლიდან მოყოლებული და ახლა ეხება ათობით ადამიანს. ძალიან მტკივნეულია, ორი აზრი არ არსებობს, მაგრამ არსებითად არაფერი იცვლება. იცვლება რაოდენობრივად და რაც ათაოსბით ადამიანისათვის 2008 წლამდე ვერ გავაკეთეთ, ახლა მაინც უნდა მოვახერხოთ და ატობით ადამიანისთვის უნდა გავაკეთოთ. მთელი მთავრობა მუშაობს, რომ ის ხალხი იქიდან კი არ წამოვიყვანოთ, არამედ ადგილზე დავეხმაროთ,"- განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.