„ეს სიტყვა ისტორიაში დარჩება. ეს არის სიტყვა ევროპელისა ევროპელებისათვის" - ასე შეაფასა ჟურნალისტმა, რადიოსადგურ „ეხო მოსკვის" მიმომხილველმა მატვეი განაპოლსკიმ ტელეარხ „დოჯდის" გადაცემა „კოზირევ ონლაინ"-ში საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გამოსვლას გაეროს გენერალური ასამბლეაში.
„მიმაჩნია, რომ ეს სიტყვა ისტორიაში დარჩება, იმიტომ, რომ ეს არის სიტყვა ევროპელისა ევროპელებისათვის.
სიტყვა ერთგვარად დაყოფილია რამდენიმე ნაწილად. იქ არის საკმაოდ არასასიამოვნო, ნეგატიური მსჯელობა რუსეთზე, მის ისტორიულ როლზე პოსტსაბჭოთა სივრცეზე.
რა თქმა უნდა მე ძალიან კარგად მესმის ბატონი ჩურკინის და მისი კომპანიის საქციელი გასვლასთან დაკავშირებით, იმიტომ, რომ მათ შეეშინდათ იმისა, რომ დარბაზში, რომ დარჩენილიყვნენ მერე მათ პუტინი მოკლავდა ანუ მათ უნდა ეჩვენებინათ თავიანთი გადაწყვეტილება და ამიტომ მე მათ არც კი ვკიცხავ", _ განაცადა განაპოლსკიმ და აღნიშნა, რომ ის არც ჩურკინს კიცხავს იმისათვის, რომ მან სააკაშვილს შეშლილი უწოდა.
„არც ჩურკინს ვკიცხავ, რომელმაც განაცხადა, რომ სააკაშვილი შეშლილია. თქვენ იცით, რომ მათთან იქ მიღებულია ასეთი ფორმატი, სამი რამ, რომ ის შეშლილია, რომ ის ჰალსტუხს ჭამს და ის რომ ის საკუთარი ხალხის მტერია. აი, ჰალსტუხზე თქმა დაავიწყდათ, თორემ შეშლილი, რომ არის ეს თქვეს.
ამ დროს მათ ძალიან მნიშვნელოვანი რამ თქვეს, მათ თქვეს თუ რატომ დატოვეს დარბაზი - რომ ეს სიტყვა არა ანტიპუტინური, არა ანტიმედვედევური არამედ ანტირუსულია. ანუ სააკაშვილს არ უყვარს რუსეთი როგორც ასეთი.
ბატონი ივანიშვილის გამარჯვება და საქართველოს რუსეთისკენ ასეთი შემოტრიალება ეს გარკვეული ისტორიული შტრიხია. ასე მოხდა, ასე აირჩია ქართველმა ხალხმა, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ჯერ ყველაფერი წინაა და ვნახოთ ეს ქანქარა როგორ იმოძრავებს სხვა მიმართულებით", _აცხადებს განაპოლსკი.
მისივე თქმით, სიტყვა შესასწავლია და შეიძლება შინაარსობრივად ან დაეთანხმო ან არა და რაც მთავარია, არავის შეუძლია არ აღნიშნოს მიხეილ სააკაშვილის „პუბლიცისტური ბრწყინვალე ნიჭი, რომელიც აქ მთელი სიკაშკაშით გამოვლინდა".