საქართველოს შს მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით საქართველოს ტერიტორიაზე დაუშვებელია სხვა ქვეყნის არსებობა. როგორც ღარიბაშვილმა ლიტვის ნაციონალურ ტელევიზიასთან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა თუ ვინმე საქართველოს ტერიტორიაზე სხვა ქვეყნის გაკეთებას გადაწყვეტს ეს იქნება უკანონო და აბსოლუტურად მიუღებელი.
,,რა თქმა უნდა, დემარკაცია ჩვენთვის მიუღებელია. საქართველოს ტერიტორიაზე დაუშვებელია სხვა ქვეყნის არსებობა. ჩვენ ერთი ქვეყანა გვაქვს და მას საქართველო ჰქვია. ასე რომ, თუ ვინმე ამის გაკეთებას გადაწყვეტს, ეს იქნება უკანონო და აბსოლუტურად მიუღებელი ჩვენთვის. საჯაროდ მსურს ხაზი გავუსვა, რომ მსგავსი ქმედება ჩვენთვის მიუღებელია", _განაცხადა ღარიბაშვილმა.